понедельник, 31 августа 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე დაიწყო იმის გახსენებით თუ რას ვსწავლობთ ინტელის ტრენინგის საშუალებით.დავიწყეთ უკვე თავისუფლად მუშაობა ელექტრონულ ფოსტაზე , ცოტა გაგვიჭრდა რადგან არ მოგვეწოდებოდა კარგი ინტერნეტი  :)  თუმცა ამან მოტივაციაზე არ იმოქმედა.გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე უკვე ჩვენს შაბლონებში.ვისაუბრეთ პროექტის იდეაზე,მიზნებზე.ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოვძებნეთ იდეის შესაბამისი სტანდარტი და დავურთეთ პროეტქს..დავიღალეთ მაგრამ ეს კარგი დაღლა იყო :)

პროექტის სასწავლო მიზნები

  •  გააცნობიერონ ხალხური ფოკლორის მნიშვნელობა ქართველი ადამიანის ცხოვრებაში .

  • მოსწავლეებმა შეძლონ  ინტერნეტით და სხვა დამხმარე საშუალებით ინფორმაციის მოძიება ხალხური ფოლკლორის ყველაზე დიდ წარმომადგენელ ჰამლეტ გონაშვილის  შემოქმედების შესახებ.

  • შეადარონ და განასხვავონ  ერთმანეთისგან ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედება და თანამედროვე ხალხური მუსიკის  წარმომადგენლები.

  • ჩაატარონ კვლევა  თუ რამდენად იცნობს საზოგადოება ჰამლეტ გონაშვილს.

  • მოძიებულ მასალაზე შეძლონ ბუკლეტების დამზადება და პრეზენტაციის სახით წარადგინონ ღონისძიებაზე.

суббота, 29 августа 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ ინტელის ტრენინგის სასწავლო მიზნებზე.

ვისწავლეთ ბლოგის შექმნა,ბლოგში ფონის რეგულირება.

ვისაუბრეთ პროექტის იდეაზე და ეს იდეა ავტვირთეთ ბლოგში.





ჩემი პროექტის იდეა

            ჰამლეტ გონაშვილი "საქართველოს ბულბული"

   ჰამლეტ გონაშვილი..ქართული ფოლკლორის თვალსაჩინო წარმომადგენელი.ადამიანი რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ მუსიკაში.მოსწავლეები ეცნობიან დიდი ქართველი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედებას.მოიძიებენ ცნობებს მის შესახებ.ინტერნეტის საშუალებით ჩაატარებენ კვლევას თუ რამდენ  ადამიანს მოსწონს დიდი ქართველი მომღერალი. შეადარებენ ერთნმანეთს ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედებას თანამედროვე ხალხური მუსიკის შემოქმედებასთან.პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ხალხური სულისკვეთების ჩანერგვას. მოძიებულ მასალაზე  მოსწავლეები ჩაატარებენ ღონისიძიებას.

ინტელის ტრენინგი იწყება...

ვარ ძალიან მოტივირებული
ველოდები სიახლეების შესაწავლას
და მიხარია რომ აქ ვარ :)