суббота, 12 сентября 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   მეცხრე დღე იყო ბოლო დღე ჩვენი ტრენინგის.ამ დღეს ვიმუშავეთ ჩვენს პორტფოლიოზე და ავტვირთეთ ბლოგში.დავეხმარეთ ერთმანეთს პორტფოლიოზე მუშაობაში.გული დამწყდა რომ დამთავრდა კიდევ გავაგრძელებდი :) დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის :) <3

среда, 9 сентября 2015 г.



მერვე დღის რეფლექსია

   მერვე დღეს ისევ განვიხილეთ ჩვენი მოსწავლის ნაშრომები ,შევასწორეთ და 

ავტვირთეთ დრაივში.ვისწავლეთ ნაშრომში ბმულის ჩასმა.გავაგრძელეთ მუშაობა 

პროექტის გეგმაზე სადაც დაწვრილებით ავღწერეთ ჩვენი პროექტის გეგმა .გავეცანით 

ასევე ფასილიტაციის ნიმუშებს.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების 

პრაქტიკის შესახებ.დღევანდელმა დღემ ისევე როგორც სხვა დღეებმა ნაყოფიერად 

ჩაიარა :) 

вторник, 8 сентября 2015 г.

თუ ასე ტურფა იყავი.ჰამლეტ გონაშვილი

მოსწავლის ნაშრომი


მეშვიდე დღის რეფლექსია

 
    მეექვსე დღის შეჯამება ვერ მოვასწარით რადგან ინტერნეტმა არ შეგვიწყო ხელი.თან ცოტა რთულ თემას შევეხეთ და დრო აღარ დაგვრჩა.ე.ი. რაც ვისწავლეთ ახალი ის იყო რომ სიღრმისეულად ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.რომელიც სახლში გავაკეთეთ და გავუგზავნეთ ტრენერს.ტრენერმა მოგვცა მითითებები ამის შესახებ.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე და ასევე დრაივში ბმულის მიბმა ვისწავლეთ.დრაივში ავტვირთეთ პორტფოლიო.



среда, 2 сентября 2015 г.

მეხუთე დღის რეფლექსია


  •  ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.

  •   განვასხვავეთ ერთმანეთისაგან ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვა.

  • ვისწავლეთ "გუგლ დისკის" გამოყენება და ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე.

  • შაბლონში გავაგრძელეთ მუშაობა და ჩამოვაყალიბეთ შეფასების გეგმა.

  დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ <3